კომპანია

დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და არაერთი საერთაშორისო აქტითაა დაცული.

კომპანია „ჯერმან ცემენტი“  განსაკუთრებით ზრუნავს შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვასა და დაცვაზე. ჩვენს საწარმოში აქტიურად ხორციელდება რეგულარული ინსპექტირების პროგრამის დანერგვა, რომელიც მოიაზრებს დოკუმენტაციის მომზადებასა და წარმოებას, ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე გამოსასწორებელი დავალებების გაწერასა და მათი  შესრულების მონიტორინგს. ქარხანაში დასაქმებულთათვის აქტიურად ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები.

„ჯერმან ცემენტი“ თანამშრომლობს შრომის უსაფრთხოების კომპანია „საფკოსთან“, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს. კომპანია „საფკო“გვთავაზობს შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რომლის ტრენინგებითა და პროექტებითაც ორგანიზაციის მენეჯერული თუ სხვა რგოლის წარმომადგენლები აქტიურად სარგებლობენ. ყოველივე ეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს.

კომპანია მოწადინებულია შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კულტურა ყველა ობიექტზე, როგორც თანამშრომლების ასევე სხვა ვიზიტორების.