თორნიკე იუკურიძე

საწარმოს დირექტორი

გამოცდილება

თორნიკემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ქიმიაში და სწავლა აუგსბურგის უნივერსიტეტში, გერმანიაში განაგრძო, სადაც მასალათმცოდნეობა და ინჟინერია მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. თორნიკე ბევრ, მსოფლიოში აღიარებულ კომპანიაში საქმიანობდა საწარმოო ხაზის მუშაკად, მათ შორის: Audi AG Ingolstadt, Federal Morgul AG, Daimler Chrysler AG და BOSCH GmbH-ში, რითაც მან ამ სექტორის უნიკალური ხედვა და გამოცდილება შეიძინა. გერმანიაში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ თორნიკე დაბრუნდა საქართველოში და Rompetrol LTD-ში ჯერ მთავარ მექანიკოსად, ხოლო მოგვიანებით, შეძლო რა რამდენიმე პოზიციაზე გამორჩეული თანამშრომელი გამხდარიყო, ტექნიკურ დირექტორად დააწინაურეს. 2021 წელს თორნიკე იუკურიძე GermanCement-ის გუნდს შეუერთდა და ქარხნის მენეჯერის პოზიცია დაიკავა.