მანანა გეგენავა

გაყიდვების დირექტორი

გამოცდილება

სწავლობდა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტში. გაყიდვების მიმართულებით საწყისი პოზიციებიდან მუშაობა დაიწყო კომპანია კომპლექსპროში, სადაც დიდი გამოცდილება და პროფესიული უნარები მიიღო. წლების განმავლობაში საერთაშორისო და კომერციულ სექტორში მისი პრაქტიკული სამუშაო დაკავშირებული იყო გაყიდვებთან, როგორც B2C ასევე B2B მიმართულებით. 2015-2018 წლებში იყო ნავთობკომპანია ფრეგოს გაყიდვების განყოფილების უფროსი. 2019 წლიდან მანანა გეგენავა არის კომპანია ჯერმან ცემენტის გაყიდვების დირექტორი.