ქეთევან ოქრუაშვილი

ფინანსური დირექტორი

გამოცდილება

დაამთავრა ედინბურგის უნივერსიტეტი მასტერის წოდებით ეკონომიკაში. გაერთიანებულ სამეფოში 5 წელი ცხოვრების შემდეგ, იგი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მისი კარიერა ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში – სს თიბისი ბანკში, სადაც მან იმუშავა 6 წელი და შეიძინა დიდი გამოცდილება ფინანსურ და ადმინისტრაციულ განყოფილებებში. 2019 წელს ქეთევან ოქრუაშვილმა კომპანია ჯერმან ცემენტში ფინანსური დირექტორის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. პარალელულად, ქეთევანი არის საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრის – შპს კატალისის პარტნიორი და საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი ერთმანეთისთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.