გიორგი მხეიძე

გენერალური დირექტორი

გამოცდილება

მიიღო რა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების დარგში და შემდგომ მაგისტრის ხარისხი იმავე სფეროში, გიორგიმ აღსანიშნავი გამოცდილება მიიღო სხვადასხვა კომპანიებში ფინანსურ ანალიტიკოსად მუშაობისას. ამას გარდა გიორგიმ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო გაყიდვებისა და საკრედიტო რისკების მენეჯმენტის განხრითაც. მოგვიანებით იგი გახდა „დიდი ოთხეულის“ აუდიტორული კომპანიათაგან ერთ-ერთის – KPMG-ის წევრი ფინანსური აუდიტის როლში. 2021 წელს გიორგი GermanCement-ის გუნდს შეუერთდა დირექტორის მოადგილის, ხოლო დაწინაურების შემდეგ კი გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა.