გიორგი ჯანგველაძე

ტექნიკური დირექტორი

გამოცდილება

1999 წელს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, გიორგი ჯანგველაძემ სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 2003 წელს მუშაობა დაიწყო საქცემენტის ქარხანაში, ცემენტის დაფქვის საამქროს თანამშრომლად. 2014 წლამდე ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ცემენტის ქარხანაში იკავებდა საწარმოო პროცესების ინჟინრის, პროდუქციის ხარისხის მართვის და საწარმოო პროცესების მართვის მენეჯერის თანამდებობებს. 2014-2019 წლებში იყო ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ცემენტის ქარხნის მენეჯერი. წლების განმავლობაში ცემენტის სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, 2020 წელს გიორგი ჯანგველაძე დაინიშნა ჯერმან ცემენტის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.