ცემენტის წარმოების ძირითადი კომპონენტია კლიკერი. კლინკერი არის ჰიდრავლიკური მასალა. კლინკერის წარმოების პროცესში უმნიშვნელოვანესი ეტაპია მისი გამოწვა, რომელიც ბრუნავ ღუმელში, 1450˚C -ზე მიმდინარეობს. გამოწვისას ყალიბდება კლინკერის ის ძირითადი კომპონენტები რომელიც შემდეგში განსაზღვრავენ ცემენტის თვისებებს.

ეს კომპონენტებია: სამკალციუმიანი სილიკატი 3CaO·SIO2 (ალიტი), ორკალციუმიანი სილიკატი 2СaOSiO2 (ბელიტი), სამკალციუმიანი ალუმინატი 3CaO·SIO2 და კალციუმის ალუმოფერიტები 4CaO·SIO2·Fe2O3.  აღნიშნული მინერალების მისაღებად ძირითადად გამოიყენება ნედლეული მასალები: კირქვა, თიხა, ქვიშა, პირიტის ნამწვი. ასევე გამოიყენება ალტერნატიული ნედლეული მასალები, წარმოების ნარჩენები და სხვა მინერალური მასალები.

პარამეტრი ფორმულის სტანდარტული დიაპაზონი
LSF
92 - 98
SR
2,3 - 2,7
AR
1,4 - 1,8

კლინკერის ძირითადი საკონტროლო პარამეტრებია:

LSF – კირქვის საკონტროლო პარამეტრი;

SR – სილიციუმის ოქსიდის საკონტროლო პარამეტრი;

AR – ალუმინის ოქსიდის საკონტროლო პარამეტრი.