პორტლანდცემენტი – CEM II 42.5

პორტლანდცემენტი CEM II 42.5 – უნივერსალური მასალაა. ამ ტიპის ცემენტში დანამატად გამოყენებული კირქვა ხასიათდება მაღალი სიმტკიცის მაჩვენებლით, როგორც ადრეულ (2 დღე), ასევე საბოლოო (28 დღე) პერიოდისთვის. ფიზიკო-მექანიკური თვისებებიდან გამომდინარე ამ ტიპის ცემენტის გამოყენება შესაძლებელია მაღალი კლასის C20/25-C45/55 ბეტონების დასამზადებლად.

თანამედროვე მშენებლობაში CEM II 42.5 ყველაზე მოხმარებადი და პოპულარულია თავისი სტაბილურობისა და სანდოობის გამო. მისი გამოყენების არეალია:

პორტლანდცემენტი – CEM II 32.5

პორტლანდცემენტი CEM II 32.5- არის ჰიდრავლიკური მჭიდა მასალა, რომელიც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა, აქტიური მინერალური (კირქვა) დანამატით. ამ ტიპის ცემენტი აქტიურად გამოიყენება ფართო სპექტრის სიმტკიცის C8/10-C25/30-მდე კლასის ხანგამძლე ბეტონებისთვის.

მისი გამოყენების არეალია:

MC 22.5X (EN 413-1)

ამ ტიპის ცემენტი შეუცვლელია ზოგადი სამშენებლო სამუშაოებისთვის: ქვის წყობური ხსნარებისთვის, მოსაპირკეთებელი და საბათქაშე სამუშაოებისთვის. ასევე შესაძლებელია დუღაბების დამზადება, აგურის და წვრილი საკედლე ბლოკების მოწყობა. აღნიშნული ცემენტი გამოიყენება ნიადაგის სტაბილიზაციისათვის, იმ ტიპის მასალებთან რომელსაც ახასიათებს მაღალი პლასტიურობა

დამზადებულია EN 413:2001 სტანდარტის შესაბამისად