პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ცემენტის დაფქვის ტექნოლოგირი ციკლი, რაც მდგომარეობს ცემენტის წარმოების ღია ციკლიდან თანამედროვე დახურულ ციკლზე გადასვლას, განახლდა ცემენტის შემცველი კომპონენტების დოზირების კვანძი, ასევე მთლიანად ექსპლუატაციაში გაეშვა ცემენტის საცავი სილოსები და ცემენტის მანქანების დატვირთვის სქემა.
ცემენტის დაფქვის ღია ციკლიდან დახურულზე გადასვლის შედეგად:
- გაუმჯობესდა ცემენტის დაფქვის პარამეტრები (ხვედრითი ზედაპირი სმ3/გ, დაფქვის სიწმინდე (80,45,32 მიკრონი), რაც უზრუნველყოფს ცემენტის ფიზიკო-მექანიკური ( 2 და 28 დღიანი სიმტკიცე, შეკვრის ვადები) მაჩვენებლების გაზრდას.
- გაიზარდა ქახნის წარმადობა
- ერთეულ პროდუქტზე ენერგო დანახარჯები შემცირდა
ცემენტის შემცველი კომპონენტების დოზირების კვანძის განახლებით:
- თანამედროვე ლენტური დოზატორების საშუალებით შესაძლებელი გახდა ცემენტის EN სტანდარტის მიხედვით ცემენტის წარმოების შემცველობის (რეცეპტის) დაცვა
- გაუმჯობესდა ცემენტის დაფქვის პროცესში ცემენტის ხარისხის კონტროლი/დაცვა
- შესაძლებელი გახდა სხვადასხვა ტიპის ცემენტის EN სტანდარტის მიხედვით წარმოება
ცემენტის საცავი სილოსების დადგმითა და ცემენტის მანქანების დატვირთვის სქემის სრული გადაიარაღების შედეგად:
- შესაძლებელია ცემენტის დასაწყობება EN სტანდარტის მიხედვით, რაც გულისხმობს გარემო ატმოსფერული ნალექების ნეგატიური გავლენის მთლიანად შემცირებას ცემენტის ხარისხზე
- ცემენტის მანქანების დატვირთვის დრო 45 წთ-დან შემცირდა 10-15წთ-მე
- ცემენტმზიდების დატვირთვის კვანძის ქვეშ საავტომობილო სასწორების მოწყობით შესაძლებელი გახდა დაიტვირთოს ზუსტად ის რაოდენობა რაც არის მოთხოვნა კონკრეტულ შეკვეთაზე.
- გაუმჯობესდა ცემენტის შეკვეთა – შესრულების ციკლი
პროექტის ფარგლებში ისე როგორც ცემენტის წისქვილი ასევე ნედლეული მასალების და ცემენტის მოძრაობის კვანძები აღიჭურვა თანამედროვე ხარისხის სახელურიანი ფილტრებით (ეფექტურობით 99.9%), რის შედეგადაც გაუმჯობესდა ეკოლოგიური პარამეტრები და შემცირდა წარმოების დანაკარგები.
ცემენტის დაფქვის პროცესში ტექნოლოგიური პროცესის და მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლისთვის გადაირაღდა ხარისხის კონტროლის ლაბორატორია.


