კომპანია ჯერმან ცემენტმა პროექტის მენეჯმენტის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია Sustained Visions-თან, რომელიც გულისხმობს საქართველოში, კერძოდ ქ. კასპში ცემენტის ქარხნის კონცეფციის შემუშავებას და პროექტის მართვას.
პროექტი განხორციელდება 2020 წლის პირველ ნახევარში
პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები:
- მასალების დოზირების განახლება და ავტომატიზაცია
- დაფქვის დახურულ ციკლზე გადასვლა დინამიკური სეპარატორის ინსტალაცია
- სილოსის ტევადობის გაზრდა
- შეკვეთის ავტომატური დამუშავების ავტომატიზაცია
- ელექტრო და ავტომატიზაციის სისტემების განახლება
პროექტის მიზანია:
- უმაღლესი ხარისხის მომსახურება ნაყარი და შეფუთული ცემენტის მომხმარებლისთვის
- დატვირთა უმოკლეს დროში და შეკვეთის სწრაფი დამუშავება
- ცემენტის პროდუქციის გაუმჯობესებული ხარისხი
- პროდუქციის განახლებული ასორტიმენტი
- დატვირთვის ობიექტების 24/7 მუშაობა
- განახლებული ცემენტის ქარხნის მაღალი წარმადობა
თბილისი, დეკემბერი 2019