„ჯერმან ცემენტისთვის“ ხარისხი ბიზნესის საძირკველია. სწორედ ამიტომ, კასპის ცემენტის ქარხანაში შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ლაბორატორია თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რისი საშუალებითაც ცემენტის ქიმიური და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების უწყვეტი შემოწმება ხდება.
უახლესი ტექნოლოგიები, მომუშავე პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და სრული გამჭვირვალობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ცემენტი ევროპული სტანდარტების დაცვით.