ახალი სასწავლო წელი ქ. კასპის III ბაგა-ბაღის ბავშვებისთვის ჩვეულზე ხალისიანად დაიწყო და ამაში წვლილი სწორედ ჯერმან ცემენტ-მა შეიტანა.

ჯერმან ცემენტის წარმომადგენლები შეხვდნენ III ბაგა-ბაღის თანამშრომლებს და გაეცნენ სწავლების მეთოდებს და მათ სპეციფიკაციებს. თავად ბაღის თანამშრომლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ასპექტი ბაღის ყოველდღიურობაში, რომლის გაუმჯობესება თავად მომუშავე პერსონალს სურდა.