ახალი ლაბორატორია
„ჯერმან ცემენტისთვის“ ხარისხი ბიზნესის საძირკველია. სწორედ ამიტომ, კასპის ცემენტის ქარხანაში შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ლაბორატორია თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რისი საშუალებითაც ცემენტის ქიმიური და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების უწყვეტი შემოწმება ხდება.