კომპანია

2021 წელს დასრულებული მოდერნიზაციის პროექტის შემდეგ „ჯერმან ცემენტი“ მზადაა ქართული სამშენებლო ბაზარი 200 ათას ტონამდე მაღალი ხარისხის ცემენტით მოამარაგოს.

„2022 წლის იანვრისთვის ვაპირებთ წარმოების მოცულობის 275 ათას ტონამდე გაზრდას, რათა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საუკეთესო ხარისხსა და კლიენტთა მომსახურების უმაღლეს დონეზე“, აღნიშნავს გიორგი მხეიძე, „ჯერმან ცემენტის“ გენერალური დირექტორი.

დაასრულა რა მოდერნიზაციის პროექტი, „ჯერმან ცემენტის“ შემდეგი საინვესტიციო მიზანი დაფქვის მოცულობის გაზრდა, კვალიფიციური ლაბორატორიის მოწყობა და ჭკვიანი დატვირთვის სისტემის დანერგვა იყო, რომელიც კლიენტთათვის საუკეთესო მომსახურეობას უზრუნველყოფს. ნაყარი ცემენტის დატვირთვა დღეს უკვე სულ რაღაც 20 წუთშია შესაძლებელი.

„ჯერმან ცემენტმა“ გადაწყვიტა „საქართველოს ცემენტის ასოციაციაში“ გაწევრიანდეს, ვინაიდან მათი სტრატეგია და მიზნები ბაზარზე სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხის დაცვის საკითხში ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია.