ახალი სასწავლო წელი ქ. კასპის III ბაგა-ბაღის ბავშვებისთვის ჩვეულზე ხალისიანად დაიწყო და ამაში წვლილი სწორედ ჯერმან ცემენტ-მა შეიტანა.

ჯერმან ცემენტის წარმომადგენლები შეხვდნენ III ბაგა-ბაღის თანამშრომლებს და გაეცნენ სწავლების მეთოდებს და მათ სპეციფიკაციებს. თავად ბაღის თანამშრომლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ასპექტი ბაღის ყოველდღიურობაში, რომლის გაუმჯობესება თავად მომუშავე პერსონალს სურდა.

ახალი ლაბორატორია

„ჯერმან ცემენტისთვის“ ხარისხი ბიზნესის საძირკველია. სწორედ ამიტომ, კასპის ცემენტის ქარხანაში შეიქმნა ლაბორატორია, რომელიც 24 საათის განმავლობაში ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ლაბორატორია თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რისი საშუალებითაც ცემენტის ქიმიური და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების უწყვეტი შემოწმება ხდება.

შრომის უსაფრთხოება

დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და არაერთი საერთაშორისო აქტითაა დაცული.

„ჯერმან ცემენტი“-ს მიზანია მაღალი ხარისხის ცემენტის წამოება.

2021 წელს დასრულებული მოდერნიზაციის პროექტის შემდეგ „ჯერმან ცემენტი“ მზადაა ქართული სამშენებლო ბაზარი 200 ათას ტონამდე მაღალი ხარისხის ცემენტით მოამარაგოს.

საწარმოს მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა

პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ცემენტის დაფქვის ტექნოლოგირი ციკლი, რაც მდგომარეობს ცემენტის წარმოების ღია ციკლიდან თანამედროვე დახურულ ციკლზე გადასვლას, განახლდა ცემენტის შემცველი კომპონენტების დოზირების კვანძი, ასევე მთლიანად ექსპლუატაციაში გაეშვა ცემენტის საცავი სილოსები და ცემენტის მანქანების დატვირთვის სქემა.

მოდერნიზაციის პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

კომპანია ჯერმან ცემენტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისობის მიღწევას, კასპის ქარხანაში ასრულებს მოდერნიზაციის პირველ ეტაპს

საწარმოს მოდერნიზაცია SUSVI-ს ხელმძღვანელობით

კომპანია ჯერმან ცემენტმა პროექტის მენეჯმენტის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია  Sustained Visions-თან, რომელიც გულისხმობს საქართველოში, კერძოდ ქ. კასპში ცემენტის ქარხნის კონცეფციის შემუშავებას და პროექტის მართვას.

პერსონალის ტრენინგი ბოსნია და ჰერცეგოვინაში

კომპანია „ჯერმან ცემენტი“ მიესალმება პროცესების სისტემის ეფექტურად დანერგვას და თანამშრომლების უნარების განვითარებას ყველა დონეზე. სწორედ ამ მიზნით პერსონალმა ქალაქ ლუკავაცში, პარტნიორი კომპანიის LUKAVACCEMENT-ის ცემენტის ქარხანაში გაიარა ტრენინგი.