კომპანიის შესახებ

German Cement

about-gc-1

ჯერმან ცემენტი არის დინამიურად მზარდი ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც საქართველოში აქტიურად მოღვაწეობს 2019 წლიდან.

ჯერმან ცემენტის მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმართული იყო არსებული ქარხნის მოდერნიზაციასა და წარმადობის გაზრდაზე, უზრუნველყო პროდუქციის ხარისხის ამაღლება, პროდუქციის უწყვეტი მარაგი და მომსახურების მაღალი სტანდარტები. რამაც კიდევ უფრო  გაამყარა ჩვენი პოზიციები სამშენებლო მასალების ბაზარზე.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე ევროპული ხარისხისა და სტანდარტების დამკვიდრებას. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია კი 100% დამზადებულია საქართველოში ევროპული მიდგომით, მაღალტექნოლოგიური ქარხნის და ქართველ პროფესიონალთა გუნდის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

პროდუქციის და მომსახურების შეთავაზებისას შრომისმოყვარეობის პარალელურად,  ვმოქმედებთ დაუყონებლივ, პასუხისმგებლობით და მოქნილად.

ჩვენი მიზანია გავხდეთ ყველაზე ეფექტური და ინოვაციური  სამშენებლო მასალების კომპანია, ხელი შევუწყოთ იმ ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებას, სადაც ვმუშაობთ.

მუდმივად ვზრუნავთ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სამუშაო ადგილზე, არ ვივიწყებთ გარემოს დაცვის ყველა მოთხოვნას. ჩვენთან ერთად თქვენ შეგიძლიათ აშენოთ ნდობით.

ქარხნის შესახებ

ჯერმან ცემენტის მოდერნიზებული ქარხანა მდებარეობს კასპში. ქარხანაში განახლდა ცემენტის წარმოების სრული ციკლი ისეთ ცნობილ საინჟინრო-საპროექტო  კომპანიებთან თამაშრომლობით, როგორიცაა – NBLE  (ბელგია), PSA (გერმანია) და SUSVI (გერმანია).

პროექტის ფარგლებში საწარმოს ტერიტორიაზე განახლდა არსებული ბურთულებიანი წისქვილი, რომელიც აღიჭურვა  თანამედროვე დიზაინის ჯავშნებით, შუატიხრებით და დამფქველი ტანებით (ბურთულები), ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა წისქვილის წარმადობის გაზრდა 20ტ/სთ დან 30ტ/სთ-მდე (წლიური წარმადობა 200 000ტ).

პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა ცემენტის დაფქვის ტექნოლოგია,  რაც გულისხმობს ცემენტის დაფქვის ძველი (ღია ციკლი)  ტექნოლოგიიდან თანამედროვე (დახურული ციკლი) ტექნოლოგიაზე გადასვლას, რისთვისაც დამონტაჟდა უახლოესი თაობის დინამიკური სეპარატორი (O-SEPA-ს ტიპის). თანამედროვე წონითი დოზატორების დაყენებით  მოეწყო წისქვილის კვების კვანძი, რაც უზრუნველყოფს ცემენტის წარმოებისას ცემენტის  კომპონენტების დოზირების მაქსიმალური სიზუსტის დაცვას, ასევე მთლინად ტექნოლოგიური პროცესი კონტროლდება SIEMENS-ის წარმოების საწარმოო პროცესების მართვის სისტემით.

gc-about-us-page-2

ქარხნის  ტერიტორიაზე განთავსებულ იქნა ოთხი ახალი ცემენტის საცავი სილოსი, თითოეული 500ტ ტევადობით.  ცემენტმზიდების დატვირთვის სქემა ეკუთვნის წამყვან გერმანულ კომპანია IBAU-ს, რომელიც თითოეულ კვანძზე არსებული საავტომობილო სასწორებთან ერთად უზრუნველყოფს მოთხოვნილი ცემენტის რაოდენობის ზუსტ და დროულ (დატვირთვის ხანგძლივობა 10წთ) დატვირთვას ცემენტმზიდში.

ცემენტის ხარისხის კონტროლისთვის ლაბორატორია აღიჭურვა ALPINE და TESTING-ის ლაბორატორიული მოწყობილობებით.

განსაკუთრებული ძალისხმევა იქნა მიღებული იმისთვის რომ ქარხანა იცავს გარემოს უახლეს დაცვით ნორმებს. მთლიანი ტექნოლოგიური ხაზი აღიჭურვა ევროპული სტანდარტების სახელურიანი ფილტრებით (ეფექტურობა 99.9%) რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას როგორც ცემენტის წარმოებისას ასევე ცემენტის დატვირთვისას.

 

პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც ეკუთვნის მსოფლიო წამყვან ბრენდებს SIEMENS, IBAU,  ESIT, TUNAYLAR.

საწარმოს ტერიტორიაზე  განთავსებულია საკუთარი სარკინიგზო ჩიხი, რომელიც უზრუნველყოფს კლინკერის ვაგონების დროულად და მარტივად მიწოდება-გატანას.

ჯერმან ცემენტის ქარხნის განახლება საერთო მიზანს ემსახურება: უზრუნველყოს დამატებითი შესაძლებლობები მომავალი მოთხოვის ზრდის დასაკმაყოფილებლად, მნიშვნელოვნად შეამციროს წარმოების ხარჯები და ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას უწყვეტი მარაგით და მომსახურების მაღალი სტანდარტებს.

ცემენტის გამოსაცდელი ლაბორატორია, სრული ხარისხის კონტროლის
გარანტი

სრულად ავტომატიზირებული „ჭკვიანი დატვირთვის სისტემა“, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს დატვირთვის დრო

პირადი სარკინიგზო ჩიხი, რომლის საშუალებითაც კლინკერის მოწოდება წყვეტის გარეშე ხდება

ჯერმან ცემენტის გუნდი