კომპანია ჯერმან ცემენტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისობის მიღწევას, კასპის ქარხანაში ასრულებს მოდერნიზაციის პირველ ეტაპს

პროექტის ფარგლებში ცემენტის მწარმოებელი საწარმოს ტერიტორიაზე იგეგმება 35ტ/სთ სიმძლავრის ცემენტის ბურთულებიანი წისქვილის განთავსება, რომლის შემადგენელი ნაწილებია: კლინკერის, თაბაშირის და დანამატების ბუნკერები, დოზატორები, ბურთულებიანი წისქვილი, საფქვავი დანადგარის ფხვნილოვანი სეპარატორი, 99,9% ეფექტურობის სახელოიანი ფილტრი, დახურული პნევმოტრანსპორტიორი ცემენტის სილოსებში ტრანსპორტირებისათვის, ცემენტის ტომრებში დაფასოების დანადგარი, ცემენტის ავტოთვითმცლელებზე გასაცემი დანადგარი.

პირველი ეტაპისთვის დასრულებულია წისქვილის კვების კვანძის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს ცემენტის წარმოებისას დოზირების მაქსიმალური სიზუსტის დაცვას.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ იქნა ოთხი ცემენტის საცავი სილოსი, თითოეული 500ტ ტევადობით.  დატვირთვის სქემა ეკუთვნის წამყვან გერმანულ კომპანია IBAU-ს, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნილი ცემენტის რაოდენობის სიზუსტეს და დატვირთვას ცემენტმზიდში. გარდა ამისა დატვირთვის დრო მცირდება 10წთ-მდე. სმარტ დატვირთვის სისტემა სრულად ავტომატიზირებულია.

მთლიანი ტექნოლოგიური ხაზი აღიჭურვა ევროპული სტანდარტების სახელურიანი ფილტრებით (ეფექტურობა 99.9%) რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას როგორც ცემენტის წარმოებისას ასევე ცემენტის დატვირთვისას

პროექტის მეორე ეტაპზე დასრულდება დაფქვის ღია ციკლიდან დახურულ ციკლზე გადასვლა დინამიკური სეპარატორის ინსტალაციით, რაც უზრუნველყოფს ცემენტის მაღალი ხარისხის ენერგოეფექტურ წარმოებას და შეკვეთების ავტომატური დამუშავების ავტომატიზაციას.

ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელდება ონლაინ მონიტორინგი ცემენტის დაფქვა-დასაწყობება-რეალიზაციაზე, SIEMENS წარმოების თანამედროვე  მართვა კონტროლის ავტომატური სისტემის მონტაჟით.

მოდერნიზაციის მეორე ეტაპი დასრულდება 2020 წლის დეკემბერში.