კომპანია ჯერმან ცემენტმა პროექტის მენეჯმენტის ხელშეკრულება გააფორმა კომპანია  Sustained Visions-თან, რომელიც გულისხმობს საქართველოში, კერძოდ ქ. კასპში ცემენტის ქარხნის კონცეფციის შემუშავებას და პროექტის მართვას.

პროექტი განხორციელდება 2020 წლის პირველ ნახევარში

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოები:

  • მასალების დოზირების განახლება და ავტომატიზაცია
  • დაფქვის დახურულ ციკლზე გადასვლა დინამიკური სეპარატორის ინსტალაციით
  • სილოსის ტევადობის გაზრდა
  • შეკვეთის ავტომატური დამუშავების ავტომატიზაცია
  • ელექტრო და ავტომატიზაციის სისტემების განახლება

პროექტის მიზანია:

  • უმაღლესი ხარისხის მომსახურება ნაყარი და შეფუთული ცემენტის მომხმარებლისთვის
  • დატვირთა უმოკლეს დროში და შეკვეთის სწრაფი დამუშავება
  • ცემენტის პროდუქციის გაუმჯობესებული ხარისხი
  • პროდუქციის განახლებული ასორტიმენტი
  • დატვირთვის ობიექტების 24/7 მუშაობა
  • განახლებული ცემენტის ქარხნის მაღალი წარმადობა

თბილისი, დეკემბერი 2019