კომპანია

ჯერმან ცემენტის წარმომადგენლები შეხვდნენ III ბაგა-ბაღის თანამშრომლებს და გაეცნენ სწავლების მეთოდებს და მათ სპეციფიკაციებს. თავად ბაღის თანამშრომლებთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ასპექტი ბაღის ყოველდღიურობაში, რომლის გაუმჯობესება თავად მომუშავე პერსონალს სურდა. შესაბამისად, კომპანის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოხდა 80-მდე ბავშვისთვის ახალი გასართობი, განმავითარებელი და სასწავლებელი შათამაშოების ჩუქება.

ჩვენი კომპანიისთვის ეს იყო პირველი შესაძლებლობა გამოგვეხატა ჩვენი კეთილი ნება და მადლობა ქ. კასპისადმი. მოხარულები ვართ რომ შევძელით ქალაქის და ბავშვების განვითარებაში მცირე წვლისის შეტანა, მზად ვართ ამ ყველაფერს ყოველწლიური სახე მივცეთ და შეძლებისდაგვარად გავზარდოთ ჩვენი ჩართულობა მსგავს აქტივობებში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქ. კასპის სკოლამდე აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექტროს, ქ-ნ მანანა ხვთისიაშვილს და III ბაგა-ბაღის გამგეს, ქ-ნ თეა ქუტაშვილს. მათ მიერ გაწეული თანამშრომლობის შედეგად ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ქ. კასპის მომავალი თაობა მეტი სიხარულით, ხალისითა და ჟრიამულით შეძლებს.